|
2019-12-02 17:23:44, 1601 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინო ბერლინის გამოფენაზეა წარმოდგენილი
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW WINE” (The Artisan Wine Fair) საქართველოდან ქვევრის ღვინოა წარმოდგენილი. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი). ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, აღნიშნულ გამოფენაში ქვევრის ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობს. ,,RAW WINE”-ზე ქართული ღვინის წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს საერთაშორისო დონეზე, რაც მეღვინეებისთვის იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების საშუალებას. გამოფენაზე მისულ სტუმრებს დაგემოვნებასთან ერთად, საშუალება აქვთ გაეცნონ ქართული ღვინის დამზადების უძველეს ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიას. გამოფენაში ,,RAW WINE” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)