17:56 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-02 12:55:18, 827 ნახვა

საზოგადოება
„მეტი სიცოცხლისთვის“ კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებისთვის საგზაო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საგზაო უსაფრთხოების კამპანიის “მეტი სიცოცხლისთვის” ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები დაიწყო.

პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებისთვის თბილისის N103 საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლება  გაიმართა. პატრულ-ინსპექტორებმა ბავშვებს  საგზაო უსაფრთხოების აუცილებელ წესებთან დაკავშირებით  ინფორმაცია მიაწოდეს.

პრაქტიკულ გაკვეთილზე მშობლების ჩართულობით ბავშვებმა ზებრაზე წესების დაცვით გადასვლა და საგზაო მოძრაობის სხვა აუცილებელი წესები ისწავლეს. მოსწავლეებმა  თეორიულ გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში განახორციელეს.

კამპანიის ფარგლებში სკოლებში ვიზიტი მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. სწავლების მიზანი ცნობიერების ამაღლება და  საგზაო უსაფრთხოების პრევენციაა.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა  და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics