00:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 13:06:25, 3643 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნაადრევი ქორწინების თემაზე საუკეთესო ესეების ავტორი ბავშვები დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით მიმდინარე 18-დღიანი საინფორმაციო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ამავე კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

პირველ სამ ადგილზე გასულ ავტორებს "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ასევე, დაჯილდოვდა ჟიურის სამი რჩეული კონკურსანტი, რომლებსაც სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

გამარჯვებულები  შინაგან საქმეთა მინისტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დააჯილდოვეს.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს 18-დღიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.

საინფორმაციო კამპანია 18 დღის განმავლობაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს პროგრამის - „გენდერული თანასწორობისათვის“ - ფარგლებში განხორციელდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics