|
2019-11-29 16:33:18, 3045 ნახვა
საზოგადოება
ლევან კარანაძე EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. კენჭისყრა, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს შედგა. EUROCONTROL-ის წევრი სახელმწიფოების მიერ, საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით ესპანეთის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენელი იქნა არჩეული, ხოლო ვიცე-პრეზიდენტების პოსტზე საქართველოს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი. ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის საბჭო წარმოადგენს უწყების ერთ-ერთ მმართველ რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს EUROCONTROL-ის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის აღსრულებას. საბჭოს წევრები არიან ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებების პირველი პირები, რომლებიც წელიწადში ორჯერ, წამყვანი საავიაციო ორგანიზაციების (ICAO, ECAC, IATA, EASA და სხვ.) წარმომადგენელებთან ერთად იკრიბებიან. ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ორი წლის ვადით აირჩიეს. EUROCONTROL-ის გენერალურმა დირექტორმა იმონ ბრენანმა ქართულ მხარეს კენჭისყრის შედეგები მიულოცა და წარმატებები უსურვა. ორგანიზაციის პირველი პირის შეფასებით, საქართველოს, როგორც წარმატებული წევრი სახელმწიფოს ჩართულობა ორგანიზაციის მმართველი რგოლის საქმიანობაში, ორივე მხარისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება. საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა 2014 წელს გახდა. ორგანიზაცია 41 წევრ სახელმწიფოს დახმარებას უწევს, საჰაერო მართვის სისტემის არქიტექტურის გარდაქმნასა და თანამედროვე სტანდარტების სააერნაოსნო მომსახურების დანერგვაში. გარდა ამისა, EUROCONTROL-ი ორიენტირებულია ევროპის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდასა და მოქნილ სარგებლობაზე, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე, ეფექტური, გარემოსადმი კეთილსასურველი, ინოვაციური პროექტების შეთავაზებაზე.
(NS)
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)