17:56 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 13:39:36, 1071 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე სკვერი განახლდა

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩა N14 და N16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში, 2 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი, სადაც სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, განხორციელდა გამწვანების სამუშაოები და ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესა.

სკვერში მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, LED განათების სისტემა და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედანიც მოეწყო.

განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი კომფორტული დასასვენებელი სივრცე მოვაწყოთ მოსახლეობისთვის. მიმდინარე წელს სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე 26 მისამართზე განხორციელდა. სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.              

სამუშაოები გამგეობის დაკვეთით, შპს „ტაომ“ აწარმოა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 167 130 ლარი დაიხარჯა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics