|
2019-11-28 18:20:37, 1491 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: დღგ-ის რეფორმის ამოქმედების შედეგად, დამკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა საგადასახადო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებზე, რომელიც შეეხო დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ დებულებებს. მისი თქმით, დღგ-ის რეფორმის ამოქმედების შედეგად, დამკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. „უახლოეს მომავალში, პროექტს განსახილველად წარმოვადგენთ პარლამეტში. დღგ-ის რეფორმის ამოქმედება, ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სერვისების ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს. შენარჩუნდება ყველა არსებული ნორმა და მექანიზმი, რომელიც ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირებას, შემცირდება სადავო შემთხვევები და გამარტივდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად, მოხდა დოკუმენტის საჯარო განხილვა როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ისე ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფთან. პროექტის საბოლოო ვერსია სწორედ მათი წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით მომზადდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)