|
2019-11-28 17:23:36, 1205 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის იანვრიდან, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ინფორმაცია საბიუჯეტო პროცესზე
ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის იანვრიდან, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ინფორმაცია საბიუჯეტო პროცესზე საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფისკალური გამჭვირვალობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ფისკალური გამჭვირვალობის მთავარი კომპონენტებია, საბიუჯეტო პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ასევე, პარტნიორების ინფორმირება მთავრობის გეგმებისა და სტრატეგიის თაობაზე. მისი თქმით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაკეთდა და მთავრობა გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. „აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით, შემუშავდა ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც, მოქალაქეებს 2020 წლის იანვრიდან, შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ინფორმაცია საბიუჯეტო პროცესზე და საკუთარი აზრი გამოხატონ ბიუჯეტის დაგეგმვის მიმართულებით. ასევე, აქტიურად ჩაერთონ თითოეული უწყებისა და პრიორიტეტების დაფინანსების განსაზღვრაში", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ბიუჯეტის ღიაობის ინდექსით", საქართველო 82 ქულით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა და ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ შვედეთს და ნორვეგიას აქვთ ჩვენზე უკეთესი შედეგი.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)