|
2019-11-28 12:42:44, 2817 ნახვა
რეგიონი
იური ნოზაძე ეკო-კორიდორების პროგრამის (ECF) რეგიონული საკონსულტაციო საბჭოს შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ განხორციელებული ეკო-კორიდორების პროგრამის (ECF) რეგიონული საკონსულტაციო საბჭოს შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი ეკო-კორიდორების შექმნის მნიშვნელობაზე, ე.წ. ცოცხალი ლანდშაფტების შენარჩუნებასა და ამ პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობაზე ისაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 1,5 მილიონი ევრო მოხმარდება როგორც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას ასევე, მნიშვნელოვანი სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართვა მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა იური ნოზაძემ. პროგრამის განხორციელების პერიოდში, ხელი მოეწერა 19 ხანგრძლივვადიან საკონსერვაციო შეთანხმებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, მთლიანი ბიუჯეტით 3.2 მლნ ევრო. მათ შორის, საქართველოში - 10 საკონსერვაციო შეთანხმებას, 1,150 000 ევროს ოდენობით. აღიშნულ პროცესში 5000 პირდაპირი და 20 000-მდე არაპირდაპირი ბენეფიციარი ჩაერთო. შეხვედრაზე პროექტის ძირითადი შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე, პროგრამის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები, მათ შორის, რეგიონის მასშტაბით, WWF-სა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის გაფორმებული 19 საკონსერვაციო ხელშეკრულება, რომელიც სამ ქვეყანაში 75000 ჰექტარს მოიცავს. შეხვედრას გერმანიის, აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის WWF-ის თანადაფინანსებით. პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს „GOPA Consultants“, „DFS“ და „HessenForst“-ის კონსორციუმი.
(NS)
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)