|
2019-11-27 17:40:00, 2173 ნახვა
რეგიონი
მელიქაძეები ახალ წელს ახალ საცხოვრებელში შეხვდებიან
მეოთხე წელია, შუახევის მერიაში ,,უკიდურესად გაჭირვებულ, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა“ მოქმედებს. პროგრამულად მხოლოდ იმ ოჯახების მდგომარეობა განიხილება, რომლებიც უსახლკარო და სოციალურად დაუცველები არიან, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველისგან დაზიანებულია და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აჭარბებს, არის მრავალშვილიანი, ან სარგებლობს შშმ პირის სტატუსით. მიმდინარე წელს, შუახევის მერიამ 9 ოჯახზე საცხოვრებელი სახლის შესაძენად ბიუჯეტიდან 110 700 ლარი გამოყო. გასულ წელთან შედარებით ერთ ბენეფიციარზე გასაცემი თანხა, რომელიც 11 000 ლარს შეადგენდა, მიმდინარე წელს 1300 ლარით გაიზარდა და 12 300 ლარია.
დღეის მდგომარეობით ყველა ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა პროგრამით, მათ შორის ჟანივრში მცხოვრებმა ფირუზ მელიქაძის ოჯახმა. დღეს მელიქაძეებს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს წევრებთან ერთად სტუმრობდა. ოჯახი მოინახულა და მშენებლობის პროცესს გაეცნო. მელიქაძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი წლებია ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად საფრთხის შემცველ საცხოვრისში ბინადრობს. ბენეფიციარმა სახლის მშენებლობა თითქმის დაასრულა და მალე სახლისა და სახურავის მოწყობას დაიწყებს. ,,პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები კომისიური წესით შეირჩა. მელიქაძეების მსგავსად ამ სიკეთით რამდენიმე ოჯახმაც ისარგებლა და ახალ წელს ისინი, ახალ საცხოვრებელ სახლებში შეხვდებიან. მომავალ წელს ვგეგმავთ პროგრამის ბიუჯეტის გაზრდას. ბიუჯეტის გაზრდასთან ერთად გაიზრდება პროგრამით მოსარგებლეებიც. ჩვენი მიზანია, არცერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი არ დარჩეს ყურადღების მიღმა და მათ ქონდეთ ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობა“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
(NS)
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)