|
2019-11-26 23:31:33, 2041 ნახვა
პოლიტიკა
აქციის ორგანიზატორებმა 28 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირება დააანონსეს
პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორებმა 28 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირება დაანონსეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მალე გახდება ცნობილი კიდევ ერთი მასშტაბური საპროტესტო აქციის ზუსტი თარიღიც. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამენტის პიკეტირება 28 ნოემბერს, პლენარული სხდომის პარალელურად იგეგმება. ამის შესახებ მან ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან თქვა, პიკეტირების დეტალებთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს გეგმას მოგვიანებით გააცნობენ. "მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება, ოპოზიციას აქვს ერთიანი გეგმა. პარლამენტის პიკეტირებას გავაგრძელებთ. დიდი აქციის თარიღი დაანონსდება პარასკევს ან შაბათს", — განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)