|
2019-11-26 19:47:50, 2092 ნახვა
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი - 2020 წლის აუდიტს საქართველოს პორტები მომზადებული ხვდებიან
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ვისაუბრეთ საქართველოს ნავსადგურების უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე, ასევე საზღვაო ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების დანერგვაზე. აშშ-ს საელჩო აფინანსებს ჩვენს პორტებში აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპს - კვლევის კომპონენტს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და აშშ-ის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელის ადმირალ კარლ ლეო შულცის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. თამარ იოსელიანის განცხადებით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქართული ნავსადგურების აუდიტსაც. აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამოწმებს ჩვენს პორტებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას. „2018 წლის აუდიტის დროს საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო. თამარ იოსელიანის თქმით, შემდგომ აუდიტს 2020 წლისთვის ველოდებით, რისთვისაც ქართული პორტები სათანადოდ მომზადებული არიან”. - განაცხადა თამარ იოსელიანმა. "სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ადმირალმა კარლ შულცმა დაგვიდასტურა 2020 წელს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMG 2020) დასწრება," - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)