|
2019-11-24 16:03:29, 10188 ნახვა
სხვადასხვა
2 წელი ლეოგრანდის ტრაგედიიდან
2 წელი ლეოგრანდის ტრაგედიიდან. 2017 წლის 24 ნოემბრის ღამეს, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულების ხსოვნას ტრაგედიის ადგილას სიმბოლურად ყვავილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა მიიტანეს. „დღეს არის ძალიან მძიმე დღე რეგიონისთვის. 2 წლის წინ 11 ახალგაზრდა დაიღუპა. პოლიციელებმა და მაშველებმა 100-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ადამიანების ხსოვნისთვის. ზოგადად, უსაფრთხოების ნაწილში მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ტრაგედია“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ტრაგედიას ემსხვერპლა: გიორგი ცინცაძე გიორგი ცინცაძე ბათუმში ცხოვრობდა. 30 წლამდე მამაკაცს მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა. ამავდროულად, გიორგი ცინცაძე „ნიკორაშიც“ მუშაობდა. ზაურ აბულაძე გიორგი მორთულაძე ბექა შატიკაშვილი როინ ჯოყილაძე დავით ქამადაძე დავით ქამადაძე სამი შვილის მამა იყო. 36 წლის მამაკაცი, სასატუმროს ფიტნეს კლუბში პერიოდულად დადიოდა. მიშკა ქავჟარაძე ნუკრი ჩანჩიბაძე სიამაქ ზარეი სიამაქ ზარე ბიზნესმენი იყო და საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ძმისგან გავრცელდა, რომელიც საქართველოში ზარეის გადასასვენებლად ჩამოვიდა.
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)