|
2019-11-23 11:17:03, 10166 ნახვა
სხვადასხვა
თბილისის ახალ ზოოპარკში რომელიც 10 ჰექტარზე შენდება ჟირაფებიც იქნება
თბილისის ახალ ზოოპარკში, ერთ-ერთ ვოლიერში, რომელიც 10 ჰექტარის ფართობის იქნება,ჰიპოპოტამთან, მარტორქასთან, ზებრებთან, სხვადასხვა სახეობის ანტილოპებთან ერთად, ჟირაფებიც დაიდებენ ბინას. თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, ზოოპარკების ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი ერიკ ფონ ფლიტი თბილისს ესტუმრა, რომელიც ახალი ზოოპარკის დაგეგმვაში მიიღებს მონაწილეობას. "რით იქნება ახალი ზოოპარკი ძველისგან განსხვავებული? ჩვენმა სტუმარმა საინტერესო პასუხი გაგვცა: ძველი ყაიდის ზოოპარკებში ხალხს ცხოველებისადმი ნაკლები პატივისცემა ჰქონდა. გახედავდნენ გისოსებში გამოკეტილ მაიმუნს და ერთმანეთს ეღლიცინებოდნენ, ნახე, შენი ნათესავიაო. ახალი კონცეფციის ზოოპარკებში, სადაც ცხოველებს აქვთ დიდი სივრცე, არ არსებობს ხელისშემშლელი ბარიერები და ცხოველები ბუნებრივთან მიახლოებულ გარემოში ბინადრობენ, ადამიანებს მეტი მოწიწება უჩნდებათ მათ მიმართ და დროს არა ლაზღანდარობაში, არამედ ცხოველის ძებნაში, დაკვირვებასა და თვალიერებაში ხარჯავენ. ზუსტად ამგვარ ვოლიერებს გვიგეგმავს ახლა. ამჟამად აფრიკის სავანაზე მუშაობს. ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე აფრიკის ექსპოზიცია დაახლოებით ათ ჰექტარს დაიკავებს. ათს! ძველი ზოოპარკი არის ხუთი ჰექტარი. კინკილა ხუთი! ახალი ზოოს ერთი ვოლიერი ძველ ზოოზე ორჯერ დიდი იქნება! წარმოგიდგენიათ?! და ამ სივრცეში ჰიპოპოტამი, მარტორქა, ზებრები, სხვადასხვა სახეობის ანტილოპები და ყველასთვის სანატრელი ჟირაფები დაიდებენ ბინას." - ამბობენ თბილისის ზოოპარკში.
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)