20:20 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 09:28:33, 738 ნახვა

ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფი“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებს ხსნის

დღეს, 15:00 საათზე „ვისოლი ჯგუფი” ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში“ „ვენდისა“ და დანკინ დონატსის“ რესტორნებს ხსნის.

ამერიკული რესტორნების ქსელების პირველი რეგიონალური ობიექტების საზეიმო პრეზენტაციას გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაესწრება.

 „ვისოლ ჯგუფის“ „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ მულტიფუნქციურია და რამოდენიმე მომსახურების ობიექტს მოიცავს.  „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების გარდა, რომელიც ხვალ გაიხსნება, ობიექტზე განთავსებულია „ვისოლის“ ავტო და გაზგასამართი სადგურები, „ვიანორის“ ავტომომსახურების ცენტრი,  სუპერმარკეტი “სმარტი” პროდუქტების ფართო არჩევანით და  “სმარტ კაფე” უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმით. აქვე განთავსებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო კუთხეც. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც.

 „ვენდისა“ და დანკინ დონატსის“ ახალ ობიექტებზე „ვისოლ ჯგუფმა“ 50-მდე ადგილობრივი მოსახლე დაასაქმა და  მომხმარებლებს საინტერესო აქციებიც შესთავაზა. თხილის ყავას  და „რინგ დონატს“ „დანკინ დონატსის“ სტუმრები მხოლოდ 3 ლარად მიიღებენ ხოლო „ვენდიში“ მისულ სტუმრებს „ბეკონატორისა“ და „ჯუნიორ ბეკონატორის“ კომბო მხოლოდ ბურგერის ფასად დახვდება. „ვენდი“ „დასვენეისა და მომსახურების კომპლექსში“ სათამაშო ზონითაცაა წარმოდგენილი. 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics