|
2019-11-22 11:04:38, 2177 ნახვა
პოლიტიკა
მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტები მერაბ ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ
ოზურგეთში, მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტები უმრავლესობის დეპუტატს, მერაბ ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ. მოძრაობის მონაწილეები სკანდირებენ: „მონა“, „სირცხვილი“, „ივანიშვილის ხელის ბიჭი“. აქტივისტების თქმით, ისინი აპირებენ ყველგან მისვლას, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები მივლენ. „ნარატივი, რომ ჩვენ თითქოს ვართ რომელიმე პარტიის წევრები ან ვასრულებთ ვინმეს დავალებას არავის არ გაუვა. ძალიან კარგად დაიმახსოვროს ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჩვენ ვართ მოძრაობა „გაბედედან“, სადაც გაერთიანებულია ყველა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, გარდა ერთისა და ეს არის „ქართული ოცნება“. ჩვენ მივალთ ყველგან, სადაც ეს „მონა“ მაჟორიტარები და დავალების შემსრულებლები მივლენ და არ მივცემთ საშუალებას ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუონ“, - აცხადებენ აქტივისტები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)