|
2019-11-21 12:26:34, 956 ნახვა
საზოგადოება
ისანში, მშველიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება
ისნის რაიონში, ვაზისუბანში მდებარე, შალვა მშველიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, ქუჩის 15 000 კვ.მ. ფართობზე, მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დასრულდება. გარდა ამისა, ქუჩაზე ეწყობა გარე განათების ახალი სისტემა და მონტაჟდება LED განათების ლამპიონები. სამუშაოების ბოლო ეტაპს, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო. „წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია დავასრულეთ. აღნიშნულ მონაკვეთში, გზის დაზიანებული საფარის პრობლემა მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა, თუმცა დღეიდან სავალი ნაწილი მოწესრიგებულია და გადაადგილება, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილებისთვის კომფორტული გახდა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. შალვა მშველიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ისნის გამგეობის დაკვეთით, შპს „დინ გრუპმა“ განახორციელა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან 850 000 ლარით დაფინანსდა.
(NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)