12:37 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 16:38:23, 2006 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 4 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„დევნილთა დასახლებებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას აქტიურად ვაგრძელებთ. აღნიშნულ დასახლებაში 160 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. გასულ წლებში, გამგეობის დაკვეთით, აქ სპორტული მოედანი რეაბილიტირდა და საბავშვო გასართობი ატრაქციონიც მოეწყო, ახლა კი მთლიან ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 210 000 ლარი გამოყო.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics