16:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 16:10:04, 2052 ნახვა

პოლიტიკა
​გიორგი ვაშაძე: პროკურატურა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ თავად დააბოქლომეს

„პროკურატურა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ თავად დააბოქლომეს და ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს პროკურატურასთან განუცხადა, სადაც შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ამიტომ, ოპოზიცია მას მხარდაჭერას უცხადებს.

„ამათ ჭკუა აქვთ საერთოდ? მშვიდობიანი აქციაა და რა დღეში არიან. ბატონო ბიძინა რა დღეში ხართ, რატომ ნერვიულობთ? მშვიდობიანი აქციაა. აცადეთ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა. არა გაქვთ ამის უფლება. ჩვენ ვაგრძელებთ დაბოქლომების პროცესს. პროკურატურა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ თავად დააბოქლომეს და ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს. ირაკლი ოქრუაშვილის საქმე ყველამ ვიცით, რომ ასეთია ამიტომ ოპოზიცია ერთიანი ვართ და მოვედით აქ, რათა მხარი დავუჭიროთ სხვა ოპოზიციურ პარტიას. ეს არის პოლიტიკური, ამიტომ ჩვენი მშვიდობიანი არაძალადობრივი წინააღმდეგობის გეგმა მოქმედებაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics