|
2019-11-20 12:14:05, 1728 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებთან გაფართოებულ შეხვედრას გეგმავს
დედაქალაქის მერი მომავალ კვირას „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებს შეხვდება. მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან მუშაობა და საკითხი იმ ეტაპზეა მისული, როდესაც სამშენებლო კომპანიების ჩართულობაა საჭირო. „ეს პრობლემა 6000 ოჯახს ეხება. ჩვენ მომავალ კვირას ვგეგმავთ შეხვედრას მშენებლებთან. გვსურს წარმოგიდგინოთ ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დასრულდეს. მივცეთ დაზარალებულებს შესაძლებლობა, რომ თავიანთი ფართები დაიბრუნონ, რაშიც მათ თანხები აქვთ გადახდილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ და ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში გაურკვევლობაში იმყოფებიან, მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სამშენებლო კომპანია გამოგვეხმაურება. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა, რათა ეს პროექტები დროულად დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერიამ მოაგვარა კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების პრობლემაც და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
(NS)
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)