|
2019-11-19 22:35:25, 1549 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევრალის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 2 დღის განმავლობაში მუშაობდა 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე, ხანძარი ლიკვიდირებულია, აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში. ადგილზე მუშაობდა 45 მეხანძრე-მაშველი. სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები. „ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიდეშლების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები. „ სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები. დილიდან 5 კერაზე ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე მაშველი ჩაერთვება. ადგილებზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოგიწოდებთ. თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)