16:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-19 16:16:58, 1833 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ხალხი არ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ უკან, ეს არის მათი ფიასკოს მიზეზი

„ხალხი არ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ უკან, ეს გამოჩნდა გასული დღეების განმავლობაში და სწორედ ეს გახდა მათი ფიასკოს საფუძველი“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი მადლობას იმსახურებს, რათა კიდევ ერთხელ გაარჩია შავი და თეთრი ერთმანეთისაგან.

„ხალხი არ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ უკან, ეს გამოჩნდა გასული დღეების განმავლობაში და სწორედ ეს გახდა მათი ფიასკოს საფუძველი. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც უმაღლესი სტანდარტებით იმოქმედეს გუშინ და ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეიძლება სამაგალითო იყოს. მადლობა უნდა გადავუხადოთ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ გაარჩია შავი და თეთრი. ბუნებრივია, ქართველი ხალხი ვერ დადგებოდა და არც დადგა იმ პოლიტიკური ძალის უკან, რომელსაც აქვს უმძიმესი პოლიტიკური წარსული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics