14:58 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 14:08:04, 1127 ნახვა

პოლიტიკა
მელია: კალაძე რასაც იტყვის არასერიოზულია, აქ ვიწრო პარტიული ინტერესებით არავინ არ დგას

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი გაოგნებულები არიან და სწრედ კალაძის გამოხტომები ემსახურება მათ მხარდამჭერების უკან შემობრუნებას“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, კახა კალაძის საგანგებო განცხადებას.

მისი თქმით, ვიწრო პარტიული ინტერესებით აქციაზე არავინ მიდის.

კალაძე რასაც იტყვის არასერიოზულია. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, ჩვენი მოთხოვნები და მთავარი პირობა შევასერულეთ, ყური ვუგდეთ საზოგადოებას. აქ ვიწრო პარტიული ინტერესით არავინ არ არის. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი გაოგნებულები არიან და სწორედ კალაძის გამოხტომები ემსახურება მათი მხარდამჭერების უკან შემობრუნებას

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ნიკა მელიას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მისვლის უფლება, მელიამ განაცხადა, რომ თუკი ვინმეს არ აქვს იქ დგომის უფლება ეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან.

„მე აქ მოსვლის უფლება მაქვს და თუკი ვინმეს არ აქვს აქ ყოფნის უფლება, ალბათ ეს უფრო „ქართულ ოცნებაში“ უნდა მოვიკითხოთ. სიმართლის მხარეს ვდგავართ და ხალხთან დაპირისპირებაში შესული ვერც ერთი ხელისუფალი ერ დაიკვეხნის საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics