|
2019-11-18 12:56:52, 1845 ნახვა
ეკონომიკა
დეველოპერული კომპანია „რედკოს" შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის
დეველოპერული კომპანია „რედკო" თიბისი სტატუსის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს პროექტში - „ახალი გუდაური" ბინის შეძენისას მიიღონ ბინა + რემონტი. შეთავაზების ფარგლებში, ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისი სტატუსის მომხმარებელი ორ ადამიანზე 5 წლიან ულიმიტო აბონიმენტს (სკი-პასს) მიიღებს, რომელიც საქართველოში ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე მოქმედებს. კომპანია "რედკო" ახალ გუდაურში 50 ჰა მიწას ფლობს და აქტიურად არის ჩართული კურორტის განვითარებაში, რომელიც გონდოლას საბაგიროს ირგვლივ 2012 წელს დაიწყო. ახალი გუდაურის დაგეგმარება მსოფლიოში ცნობილ სამთო–სათხილამურო კურორტების დამგეგმავ კანადურ კომპანიას - „ეკოსაინს" ეკუთვნის. ამ გეგმის მიხედვით 2026 წლამდე ახალ გუდაურში ჯამში 26 სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი, სასტუმრო-გამაჯანსაღებელი და გასართობი ობიექტი აშენდება. „რედკოს" ახალი პროექტი მოიცავს როგორც აპარტოტელების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების და დამატებითი ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, ასევე მათ მშენებლობის და შემდგომ მართვას. კომპანია მომხმარებლებს შეძენილი ბინების გაქირავების მომსახურებასაც სთავაზობს. რედკოს მიერ აშენებული სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების ქსელი ერთი ბრენდით – New Gudauri Resort Residences & Spa-თი არის ცნობილი. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის შეთავაზება ძალაშია 2019 წლის 30 ნოემბრამდე. R
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)