14:58 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 11:45:58, 1041 ნახვა

პოლიტიკა
მაჩალიკაშვილი: თუ მალულად ვინმე შევიდა პარლამენტში, სათითაოდ გამოვათრევთ

„იცოდეთ, არავინ აქ არ შევა და თუ მალულად ვინმე შევიდა პარლამენტში, გამოვათრევთ კაბინეტებიდან“, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტტთან განუცხადა, სადაც აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

მაჩალიკაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა იგივე სცენარის გამეორება, რომლითაც 20 ივნისს იმოქმედა.

„საქვეყნოდ ვიძახი, ამათ უნდათ იგივე სცენარის გამეორება რაც მოხდა 20 ივისს. 600 დღე-ღამეა აქ ვდგავარ და ვიცი, რა სიბინძურეა „ქართული ოცნება“, ეს მთავრობა. ესენი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოახდინონ პროვოკაცია და ციხეში ჩაყარონ, დააშინონ ხალხი. ეს არის ხელიდან წასული, გახრწნილი ხელისუფლება, ამიტომ ყველას მოვუწოდებ ნუ წამოეგება ნურავინ პროვოკაციას.

რაც შეეხება პარლამენტარებს, ვინც ცდილობს შესვლას, იცოდეთ, არავინ აქ არ შევა და თუ მალულად ვინმე შევიდა პარლამენტში, სათითაოდ გამოვათრევთ იმ კაბინეტებიდან. ამის დღეც დადგება“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics