14:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 11:05:06, 1058 ნახვა

პოლიტიკა
მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტის ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა - ვიდეო

ცოტა ხნის წინ პარლამენტში მივიდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, რომლის გამოჩენას საკანონმდებლო ორგანოსთან ხმაური მოჰყვა.

აქციის მონაწილეებმა დეპუტატს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას „ბიძინას გოშია“, „მონა“ და „ვირთხა“ ეძახეს.

ქვარაიას სურდა პარლამენტში შესვლა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ის არ შეუშვეს.

გარდა სიტყვიერი დაპირისპირებისა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც, რის გამოც პროცესში ჩაერთო პოლიცია და მერაბ ქვარაიამ პარლამენტის ტერიტორია სამართალდამცავების დახმარებით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან მისული იყო უმრავლესობის წევრი, რევაზ არველაძე, რომელიც ასევე არ შეუშვეს აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics