|
2019-11-17 21:11:08, 1804 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან ვითარება დაიძაბა
პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელებთან, სადაც კარვებია გაშლილი, ავტომანქანით ქვიშის შეტანა უნდოდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აღნიშნულს სამართალდამცველებსა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას შორის სიტყვიერ დაპისირპიება მოჰყვა. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ ქვიშის შეტანის შესაძლებლობას მისცემენ, თუმცა არა ავტომობილით. როგორც უგულავამ განმარტა, ქვიშის ტომრები ადგილზე განლაგებული კარვების გასამაგრებლად სჭირდებათ. შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „ერთად ერთის წინააღმედგ“ მიმდინარეობს. აქციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი. ცოტა ხნის წინ მათ პარლამენტის ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს, შემდეგ კი, ადგილზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ მმართველი გუნდის დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ. საპროტესტო აქციის გამო, დილიდან როგორც პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე, ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან და „ქართულო ოცნების“ ოფისთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. ამასთან, პარლამენტის ეზოში და შენობაში განლაგებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფი, რომელიც სპეციალური ეკიპირებით არის აღჭურვილი.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)