|
2019-11-17 17:32:37, 1381 ნახვა
საზოგადოება
„ეს შენობა დღეიდან დალუქულია“ - პარლამენტის ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, გასაღებები სიმბოლურად ხალხს გადაეცემა. „გასაღები გადაეცემა ხალხს, ნიშნად იმისა, რომ დაილუქა ხალხის მიერ შენობა, სადაც საუკუნის მზაკვრობა და ღალატი იკადრა ივანიშვილმა. ტყუილად ჰგონით, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები აქ მშვიდად ივლიან და მერე მურუსიძეს და უდიპლომო პროკურორს დანიშნავენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ“, - განაცხადა უგულავამ. მან ასევე პარლამენტის შენობაში განლაგებულ სამართალდამცველებს მიმართა და მოუწოდა, „ეშმაკს არ ემსახურონ“. „მოტყუებულები ხართ თქვენ, როცა არჩევანს წაგართმევენ, მერე სახლშიც შემოგივარდებიან. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, სამართლიანობის გარდა. თუ უზურპატორს დაიცავთ ეს თქვენ კისერზე იქნება. დღე თქვენ იცავთ ლეგიტიმაცია აყრილ, ნამუს აყრილ არაფორმალურ მმართველს. გადმოხვალთ ძალადობაზე და ვინც აიღო მახვილი, მახვილითვე წარწყდება - ესე წერია სახარებაში. ამ შენობაში ეშმაკი ბუდობს და ნუ იქნებით ამ ეშმაკის მსახურები“, - მიმართა უგულავამ სამართალდამცველებს. შეგახსენებთ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დროებითი მთავრობის მიერ პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)