21:55 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 13:02:15, 1443 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული

თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს, ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან, დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.

ამასთან, პოლიციის დამატებითი ძალებია განლაგებული პარლამენტის ეზოში, რომლებიც სპეციალური ეკიპირებით არიან აღჭურვილი.

ცნობისთვის, დღეს 15:00 საათზე, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია გაიმართება. ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ.

კიდევ ერთი აქცია, „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით,  17:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

შეგახსენებთ, საპროტესტო ტალღა მმართველი გუნდის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა. მოქალაქეებმა განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა პირობა არ შეასრულა და ხელისუფლება უნდა დატოვონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics