22:40 - 13 Aug, 2026
|
2019-11-16 11:25:32, 1767 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ოფისთან დეპუტატ ლერი ხაბელოვსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან უმრავლესობის დეპუტატ ლერი ხაბელოვსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც მცირე შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. კერძოდ აქციის მონაწილეები ხაბელოვს ეკითხებოდნენ თუ რატომ ჩააგდო პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი. დაპირისპირებიდან რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არსებული სიტუაცია განმუხტეს. საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე დაიწყო, რომელზეც „ევროპული საქართველოს“ წევრები, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)