14:08 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 21:46:46, 2559 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართა.

​პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი, და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა. პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ექიმი.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის მიმართვის ადრესატები არიან: გაეროს გენერალური მდივანი – ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში - როზმარი დიკარლო, ევროკომისიის პრეზიდენტი - ურსულა ფონ დერ ლაიენი, ეუთოს თავმჯდომარე - მიროსლავ ლაიჩაკი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები: გაეროს წარმომადგენელი - ჩიჰან სულტანოგლუ, ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი - რუდოლფ მიჩალკა; ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი - ტოივო კლაარი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - მიშელ ბაშელე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - დუნია მიატოვიჩი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics