|
2015-07-21 11:59:21, 799 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: ზოგიერთი პროექტის დროში გაწელვა, ხშირად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობითაა გამოწვეული
„ზოგიერთი პროექტის მიმდინარეობა დროში გაწელილია და ეს ხშირად გამოწვეულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონპროექტით“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის დამტკიცების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. „ეს არის ის თანხები, რომელთა ათვისებაც ვერ მიმდინარეობს ობიექტური მიზეზების გამო. აქ არ არის პრობლემა თანხები, აქ არის საუბარი იმაზე, რომ გარკვეული მიზეზების გამო ზოგიერთი პროქტის მიმდინარეობა დროში გაწელილია, მათ შორის ეს ხშირად გამოწვეულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა. როგორც ხადურმა აღნიშნა, კორექტირებული ბიუჯეტით გათვალისწინებული საგადასახადო შემცირების მიუხედავად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოცულობა გაზრდილია. „საგადასახადო შემოსავლები 200 მილიონი ლარით შემცირდა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობითაც საგადასახადო შემოსავლების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 15 %-არის გაზრდილი. იმედი გვაქვს, რომ წელს მივიღებთ იმ სხვა შემოსავლებს, რომელბზეც ვსაუბრობთ ბიუჯეტის უკვე დამტკიცებულ ვარიანტში“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)