|
2019-11-14 23:18:22, 1549 ნახვა
საზოგადოება
„ნუ გავიმეორებთ 20 ივნისს დაშვებულ შეცდომას“ - მეუფე პეტრე ხელისუფლებას მიმართავს
„ნუ გავიმეორებთ 20 ივნისს დაშვებულ შეცდომას, სადაც „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“ პრინციპმა აღარ იმუშავა და ჩვენდა საუბედუროთ ახალგაზრდების სისხლის ცოდვა დაგვედო კისერზე“, - ამ სიტყვებით მეუფე პეტრე ხელისუფლებას მიმართავს. მისი მიმართვა, ცოტა ხნის წინ, იღუმენია თამარ გამყრელიძემ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა. „ხელისუფლებას! ქუდზე კაცი-საქართველოს გადასარჩენად. ნუ გაგვიჭირდება იმის აღიარება, რომ ერსა და ბერში არსებული კრიზისი ფარისევლობისა და არაქრისტიანული აზროვნები შედეგია! მთელი ერისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე დადებული პირობა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ შეურაცხმყოფელია გადავაბრალოთ რამდენიმე დეპუტატის ახირებას, ისევე როგორ „გავრილოვის ღამის“ შემთხვევაში, რამაც გამოიწვია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამართლიანი პროტესტი. + მონა ღვთისა, მიტროპოლიტი პეტრე“ - ნათქვამია მეუფე პეტრეს მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)