|
2019-11-14 20:50:55, 1725 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ასოციაციების განცხადებაშია აღნიშნული, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის დაკავება არის გაეროს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული ჰუმანიტარული ნორმის დარღვევა. „გვინდა მოვუწოდოთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას გამოიჩინოს კეთილგონიერება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმი. უამრავი ადამიანი ცხინვალის რეგიონიდან შეუზღუდავად იღებდა და დღესაც იღებს სამედიცინო დახმარებას ჩვენი ექიმებისგან. ასევე მივმართავთ ცხინვალის სამედიცინო საზოგადოებას , იმ ადამიანებს რომლებთან ერთადაც ვზრუნავდით ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობაზე , გამოხატონ სამოქალაქო პოზიცია და ყველა ღონე იხმარონ, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)