22:40 - 13 Aug, 2026
|
2019-11-14 19:38:55, 1745 ნახვა
საზოგადოება
#შეცვალე! - პარლამენტთან ასობით ადამიანი პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს
თბილისში, პარლამენტის შენობასთან მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. ამ დროისთვის მოქალაქეებს ორგანიზატორები და რიგითი მოქალაქეები მიმართავენ. 20:00 საათზე კი სამოქმედო გეგმას და მოთხოვნებს გააჟღერებენ. აქციაზე ელოდებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რომლებიც რამდენიმე საათია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი საკითხი, რაზეც თანხმდებიან, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაა. აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)