12:57 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 15:50:53, 1293 ნახვა

პოლიტიკა
დაჩი ბერაია: მე მხარი არ დავუჭირე კანონპროექტს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა

„ძალიან ბევრმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ არ სჭირდება და იმ კანონპროექტს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა, მე მხარი არ დავუჭირე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბერაიას თქმით, ის არ დაპირისპირებია ბიძინა ივანიშვილს, უბრალოდ მას ჰქონდა საკუთარი არგუმენტირებული პოზიცია.

„მე არ დავუპირისპირდი ბიძინა ივანიშვილს, ძალიან დიდ პატივს ვცემ მის შეხედულებებს და პოზიციას, თუმცა მე მქონდა ჩემი არგუმენტირებული პოზიცია, რომელსაც გავყევი ბოლომდე. ეს იყო ჩემი მხრიდან პასუხი იმ ქმედებებზე, რომლებიც ამ უპასუხისმგებლო პარტიებმა ბოლო პერიოდში ქნეს. ეს იყო პასუხი საპატრიარქოზე შეტევებე, იმ უმსგავსო საქციელებე, რომლებიც დარბაზში ჩაიდინეს.

ძალიან მარტივად აგიხსნით. თუ დააკვირდით რეაქციას, „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე განშტოება პარლამენტში და პარლამენტს მიღმა იყო გაწბილებული. ანუ ეს იყო კანონპროექტი, რომელიც მათ სჭირდებოდათ, მაგრამ ძალიან ბევრმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ არ სჭირდება და იმ კანონპროექტს, რომელიც მათ სჭირდებოდათ, მე მხარი არ დავუჭირე“, - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics