|
2019-11-14 15:16:19, 1110 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დაიძაბა. ცოტა ხნის წინ ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირება დაიწყეს. ამ დროისთვის პარლამენტის გარშემო პოლიციის კორდონები დგას. შენობის წინ შეკრებილი არიან დემონსტრანტები, რომლებიც ყველას მოუწოდებენ დღეს, 19:00 საათზე აქციაზე მივიდნენ. შეგახსენებთ, პარლამენტმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა და კანონპროექტი ჩააგდო. აღნიშნულს საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა 19:00 საათზე ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)