06:50 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 20:33:35, 2751 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ასეთი საბიუჯეტო პროცესი დიდი ხანია არ გვქონია

ასეთი საბიუჯეტო პროცესი ჩვენ დიდი ხანია არ გვქონია - პირველივე დღიდან, პრემიერ-მინისტრი ჩართული იყო სხვადასხვა უწყებასთან და მხარეებთან დისკუსიაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტის მომზადების პროცესში თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე.

„გულწრფელად გეუბნებით, რომ  ასეთი საბიუჯეტო პროცესი ჩვენ დიდი ხანია არ გვქონია, პირველივე დღიდან, პრემიერ-მინისტრი აქტიურად იყო ჩართული. ამ დოზით პრემიერი ყოფილიყო ჩართული, დღეში რამდენიმე საათი გაეტარებინა სხვადასხვა უწყებასთან და ნ და სხვადასხვა მხარესთან დისკუსიაში, არ ყოფილა. შედგა შეხვედრა უმრავლესობასთან, მთავარი კომიტეტების ხელმძღვანელებთან, სპორტის მოღვაწეებთან, არა მარტო სამინისტროს ხელმძღვანელებთან, არამედ სხვადასხვა ჯგუფთან. ჩვენ მაქსიმალურად მოვისმინეთ ყველას პოზიცია.  წარდგენამდე ბევრი რამ ჩავდეთ ბიუჯეტში. შეგვეძლო ეს გამოგვეზოგა და ფორმალური პროცესისთვის ამ შენიშვნას აღარ მივიღებდით. ასე, რომ  უგულვებელყოფა არ ყოფილა. პირიქით, ასე ვთქვათ, საშინაო დავალება გავაკეთეთ წინმსწრებად, რამაც ამ პროცესს ფორმალური სახე ცოტა დაურღია, თუმცა ბიუჯეტის შემდეგი წარდენისთვის, ეს გათვალისწინებული იქნება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics