|
2015-07-20 20:15:51, 1178 ნახვა
სამხედრო
თინათინ ხიდაშელმა „Airbus Defence & Space“ წარმომადგენლები მიიღო
საქართველოში ვიზიტით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიამშენებელი კომპანიის „Airbus Defence & Space“ დელეგაცია იმყოფება. დღეს, ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიიღო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ გაცნობით შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი დაესწრნენ. უცხოელმა სტუმრებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და შესაძლებლობები გააცნეს. „Airbus Defence & Space“ ძირითადად უპილოტო საფრენ აპარატებს, შვეულმფრენებსა და სატელიტური კავშირის ქსელებს აწარმოებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა უწყებაშიც იმყოფებოდნენ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)