06:50 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 17:38:51, 980 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია, ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება მომავალი საარჩევნო წლისთვის

ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია, ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება მომავალი საარჩევნო წლისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას აქვს ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიღებული პოზიტიური შეფასებები მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ინვესტორებისთვის, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

„ჩვენი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უნდა დასრულებულიყო 2020 წლის აპრილში. თუმცა, რადგან მომავალი წელი პოლიტიკურად აქტიური წელია, ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია, ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება. სავალუტო ფონდის პროგრამა კი იქნება ეფექტური სიგნალი ამ მიზნის გასამყარებლად, ამიტომ ჩვენ მივაღწიეთ პირველად შეთანხმებას სავალუტო ფონდთან პროგრამის ერთი წლით გაგრძელების თაობაზე", -  აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics