|
2019-11-13 17:33:13, 968 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული, გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა
2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საპარლამენტო სესიაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. მისი თქმით, მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, ასევე, პრიორიტეტად რჩება კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდისთვის. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც 2017-2020 წლებში საფუძვლად დაედო ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკასა და ბიუჯეტის შედგენის პროცესს. „ჩვენმა ფისკალურმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, გაზარდა ფისკალური სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის წამახალისებლის როლი. 2017-2020 წლებში, ჩვენი ფისკალური პოლიტიკა და ბიუჯეტის დაგეგმვა, ეყრდნობოდა სამ ძირითად პრინციპს, ესენია: ფისკალური დეფიციტის შემცირება, მიმდინარე ხარჯების კონტროლი და კაპიტალური ხარჯების ზრდა. ყველა ეს პრინციპი საფუძვლად დაედო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას, რომლის ყველა მიმართულება მთავრობამ წარმატებით შეასრულა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)