|
2019-11-13 17:16:47, 1784 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ აქვთ
„მმართველმა გუნდმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათ არა აქვთ პასუხისმგებლობა, მათ არა აქვთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, კიდევ ერთი დღე მოთმინებით დაელოდებიან უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რათა მათ, ოპოზიციურ პარტიებთან დაპირისპირების საბაბით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა არ ჩააგდონ: „ორი დღის განმავლობაში, ჩვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ვითმენთ შეურაცხყოფებს, ვითმენთ აბსოლუტურად მიუღებელ და აგრესიულ გამოსვლებს და ეს ხდება ერთადერთი მიზეზით, - არ მივცეთ უმრავლესობას, ოპოზიციასთან კონფლიქტის საბაბით, ჩააგდონ და არ მიიღონ გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლისა. ამიტომ მე კიდევ ერთი დღე ვიქნები მაქსიმალურად თავშეკავებული, რომ არავის მიეცეს საბაბი, ოპოზიციისკენ გადმოიტანოს ისრები, თითქოს ჩვენთან დაპირისპირების გამო ხდება ეს. მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ქვეყანა დგას ძალიან სერიოული კრიზისის წინაშე, ძალიან სერიოზული განსაცდელის წინაშე და თუ რამე შექმნის არასტაბილურობას ამ ქვეყანაში, შექმნის სწორედ პროპორციული სისტემის ჩაგდება და პასუხისმგებელი ამაზე მთლიანად იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. დაველოდები ხვალიდელ დღეს, რადგან განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც ვაჭრობს საკუთარი თავით, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში სტაბილურობის და ჩვენი ხალხის წინაშე, ამიტომ არ მინდა მივცე თუნდაც უმცირესი საბაბი იმისათვის, რომ ისარი გადმოიტანონ ოპოზიციისკენ. კიდევ ერთი დღე მაქსიმალური თავშეკავებით დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ გუნდმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არა აქვთ პასუხისმგებლობა, მათ არა აქვთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)