|
2019-11-13 10:57:37, 1944 ნახვა
რეგიონი
შუახევში შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა
შუახევში შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა. სარეაბილიტაციო ცენტრთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე დღის ცენტრის პარტნიორი ორგანიზაცია ,,იმედი ჰანდიკაპის“ წარმომადგენლები მარი კლერ ორსე და ლინდა ბალაძე მუნიციპალიტეტის მერს, ფრიდონ ფუტკარაძეს შეხვდნენ. შეხვედრას მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და დღის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. აღინიშნა, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტში შეისწავლეს და განსაზღვრეს ბავშვების საჭირეოებები. ბენეფიციარებს სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებისთვის დაფინასების ვაუჩერს შუახევის სოცალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ერთი წლის განმავლობაში ცენტრის მუშაობას ზედამხედველობას საფრანგეთიდან მოწვეული თერაპევტი და ორგანიზაცია ,,ერთად რეალური ცვლილებისათვის“ გაუწევენ. დღის ცენტრში მომუშავე თერაპევტებს კი ორგანიზაცია ,,მაკლეინ საქართველო“ გადაამზადებს. "იმედი ჰანდიკაპი“ დღის ცენტრს შშმ პირებისთვის ადაპტირებულ ავტობუსსა და საგანმანათლებლო აღჭურვილობას გადასცემს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)