23:39 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 19:26:29, 1709 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საკუთარ ვებ-გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საკუთარ ვებ-გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა, რომლითაც, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ბაზარზე არსებულ ბრენდებს შორის ყველაზე იაფი მედიკამენტი მოძებნოს.

ამისთვის საკმარისია, საძიებელში წამლის არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება (ე.წ. გენერიული დასახელება) შეიყვანოს და გაყიდვაში არსებული თითქმის ყველა ბრენდის ფასი გამოჩნდება.

„აღსანიშნავია, რომ სისტემა აჩვენებს როგორც კოლოფის, ასევე ერთეულის ფასს. ერთეულის ფასი გამოთვლილია ტაბლეტების რაოდენობისა და დოზის გათვისწინებით. ასევე მითითებულია მწარმოებელი ქვეყანა.

თავად ფასები არის სავარაუდო და მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 5- 10% - ს. ფასის ცვლილებები პერიოდულად განახლდება . თუმცა როგორც გაერთიანებაში განმარტეს, მთავარი ისაა,  რომ სისტემა საშუალებას იძლევა , თვალსაჩინო იყოს ბრენდებს შორის ფასთა განსხვავება , რაც პრაქტიკულად არ იცვლება. 

აღსანიშნავია,  რომ ერთიდაიგივე შემადგენლობის წამლებს შორის ფასთა სხვაობა  900-1000% (ათასი) -ით მერყეობს სხვადასხვა ბრენდებს შორის. რაზეც არაერთი კვლევა მეტყველებს .

ამ ეტაპზე ეს არის ხელმისაწვდომი ყველასთვის“, - ნათქვამია სამედიცინო ასოციაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

http://www.ugma.ge/ge/?option=com_content&view=article&id=62





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics