|
2019-11-12 16:26:48, 1099 ნახვა
საზოგადოება
რატევანის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, რატევანის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი 31-მეტრიანი კედელი აშენდა, მოეწყო ბორდიური და 2 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „ამ ტერიტორიაზე მხოლოდ გრუნტის გზა იყო და მოსახლეობას, განსაკუთრებით, წვიმიან ამინდში გადაადგილება ძალიან უჭირდა. ახლა უკვე ადგილობრივი მცხოვრებლები სრულად კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ. გამგეობის მიერ გზის კაპიტალური შეკეთების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების ახალი ქსელები მოაწყო“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ. რატევანის ქუჩის ბოლო ნაწილის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 154 435 ლარი დახარჯა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)