17:51 - 07 Jul, 2026
|
2019-11-12 16:21:45, 1811 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გადამდებ დაავადებათა მართვისა და ზედამხედველობის სისტემის შეფასების მიზნით საქართველოში მყოფ ექსპერტებს შეხვდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ევროასოცირების ფარგლებში დაგეგმილ, გადამდებ დაავადებათა მართვისა და ზედამხედველობის სისტემის შეფასების მიზნით იმყოფებიან. აღნიშნულ პროცესს ევროკავშირის მხრიდან კოორდინაციას უწევს ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საქართველოს მხრიდან კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. ექსპერტთა ვიზიტი მოიცავს პლენარულ და ინტერვიუს ფორმატის შეხვედრებს ყველა იმ უწყებასთან, რომელსაც შეხება აქვს გადამდებ დაავადებათა მართვისა და ზედამხედველობის სისტემასთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)