|
2019-11-12 16:14:38, 1662 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ათენში, UNICEF-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობს
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე და ქ. ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე, UNICEF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ორგანიზებით, ათენში - „მერები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში: როგორ გავხადოთ ქალაქები უკეთესი მისი ახალგაზრდა მაცხოვრებლებისთვის“ შეხვედრაში მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანია ბავშვების, ახალგაზრდების და მათი ოჯახებისათვის რეგიონალურ დონეზე არსებული პროგრამებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური მიდგომებისა და რეგოინალური სტრატეგიების შესახებ მსჯელობა, პარტნიორობის განმტკიცება, კონტაქტების დამყარება და მომავალი თანამშრომლობის გეგმის შემუშავება. შეხვედრის თანამასპინძელია ათენის მერი და მასში მონაწილეობს ევროპისა და ცენტრალური აზიის 23 ქვეყნის მერი და მუნიციპალიტეტის თანამშრომელი. ვიზიტის ფარგლებში განიხილება UNICEF-ის მიერ აჭარის რეგიონში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)