14:05 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 18:12:33, 379 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული  საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის პრიორიტეტები იყო. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. პრეზიდენტებმა შეთანხმებების იმპლემენტაციის მიმდინარეობა განიხილეს და ამ მიმართულებით საერთო ძალისხმევის გაძლიერებას გაუსვეს ხაზი.  მხარეებმა რიგის სამიტის შედეგებზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირში მიმოსვლის უვიზო რეჟიმი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია. გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს.

შეხვედრისას ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ საგანგაშო ვითარებას, კერძოდ წითელუბანსა და ორჭოსანში ე.წ. “საზღვრის” გადმოწევის საკითხის, დაეთმო.  როგორც გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკთან საუბრისას განაცხადა, ეს არ არის ცალკეული ინცინდენტი, ეს ევროპული სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაა, რაც საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. ხელშეკრულებების სრული მიუღებლობა.

 ქვეყნის პირველმა პირმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს  მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისათვის და კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და ის ქართველი ხალხის ეროვნულ და ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics