2019-11-11 21:59:53, 1469 ნახვა
საზოგადოება
შაკო კუჭაშვილი - ავიღებ პულივიზატორს ხელში და აზარტული თამაშების რეკლამებს სათანადოდ შევაფერადებ
ავიღებ პულივიზატორს ხელში და აზარტული თამაშების რეკლამებს სათანადოდ შევაფერადებ - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა შაკო კუჭაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თამაშების აკრძალვაზე საუბარი ილუზიაა და ასეთის შემთხვევაში შავი ბაზარის დარეგულირება წარმოუდგენელი გახდება, მაგრამ აუცილებელია, რეკლამის აკრძალვა, ან მინიმუმადე დაყვანა.
"უკვე ძალიან სულისშემძვრელია ამდენი ახალგაზრდის დასრულებული სიცოხლე სუიციდით, თითქმის, ყველა შემთხვევაში მიზეზად აზარტული თამაშები სახელდება. მიმაჩნია, რომ თამაშების აკრძალვაზე საუბარი ილუზიაა და ასეთის შემთხვევაში შავი ბაზარის დარეგულირება წარმოუდგენელი გახდება, მაგრამ აუცილებელია, რეკლამის აკრძალვა, ან მინიმუმადე დაყვანა.
ამ იდიოტიზმის და გამოცხადებული სუიციდის რეკლამირებას ვხედავთ ყველგან - ცენტრალურ და გარეუბნებში ბილბორდებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, ტელევიზიებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამის ყურება გვწიევს მიკროავტობუსებშიც კი.
დიდხანს ვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა, რომ ამ პროცესში წვლილი შემეტანა. გადავწყვიტე ცოტა რადიკალურად მივუდგე, ავიღო პულივიზატორი ხელში და ეს რეკლამები სათანადოდ შევაფერადო.
ვიცი კანონის დარღვევაა, მაგრამ ამ კანონს დავარღვევ, რადგან ასე გაგრძელება უკვე შეუძლებელია.( ამ კვირაში ვაპირებ ეს გავაკეთო Facebook ლაივში) ახალგაზრდები არ უნდა იკლავდნენ თავს, უაზრო თამაშების გამო!
ქვეყნის მომავალს ვკარგავთ და ეს არ უნდა გავატაროთ" - აცხადებს შაკო კუჭაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,