|
2019-11-11 16:12:59, 1872 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ჩვენ შევქმნით ერთიან მარკეტინგულ სტრატეგიას, რომ წყალტუბო გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს შორის, რომელსაც წყალტუბოს აღორძინებისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს, არის ერთიანი მარკეტინგული სტრატეგიაც. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან, როგორი მსხვილიც არ უნდა იყოს კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებული ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტი, ვერც ერთი ცალკე აღებული ინვესტორი ვერ აიღებს მხოლოდ თავის თავზე კონკრეტული საკურორტო არეალის და მიზიდულობის ცენტრის მთლიანად საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგს და მისი ცნობადობის ამაღლებას. ეს არის ჩვენი საერთო საზრუნავი, პირველ რიგში კი სახელმწიფოს საზრუნავი" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა სასტუმრო „რედისონში" გამართულ შეხვედრაზე, სადაც წყალტუბოს განვითარების გეგმა საჯაროდ განიხილეს. შეხვედრაში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ჩვენს მიერ შეიქმნება და დამუშავდება ერთიანი მარკეტინგული სტრატეგია და ამ სტრატეგიას აქტიურად განვახორციელებთ, რათა რეალურად, წყალტუბო გხდეს ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი, ცნობილი ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში" - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას შეფასებით, კურორტის ერთ-ერთი უპირატესობა არის სამკურნალო წყალი, თუმცა წყალტუბოს გააჩნია ბევრი სხვა უპირატესობაც - მათ შორის ბუნება, ჰაერი და ასე შემდეგ, თუმცა, სამკურნალო წყალი არის ის უპირატესობა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ცნობადობას, თუნდაც, პოსტსაბჭოთა სივრცეში. „სწორი მართვის და მარკეტინგის პირობებში წყალტუბოს სამკურნალო წყალი გახდება კურორტის ერთ-ერთი უძლიერესი უპირატესობა, რომელიც მოიზიდავს ახალ დამსვენებელს, ახალ ტურისტებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ერთიანი, სწორი მოდელი, თუ რა პირობებით იქნება კერძო ინვესტორისთვის ხელმისაწვდომი ეს რესურსი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს ახლებურად განვითარების საქველმოქმედო ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. პროექტი წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)