08:48 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 15:51:56, 1518 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვეს, აქ სკანდალური არაფერია

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის მიერ თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება.

მისი თქმით, ირაკლი ლექვინაძემ და ლევან კალანდაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვეს და აქ სკანდალური, გაუგებარი და მოულოდნელი არაფერია.

„მათი საქმიანობა შესაძლოა დადებითად შეფასდეს. რა თქმა უნდა, ყველა საქმეს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ისინი იცავდნენ ბიზნესის ინტერესებს. აქაც ალბათ ხშირად ოქროს შუალედია ხოლმე საძიებელი და მე ვფიქრობ, ისინი ამას კარგად ართმევდნენ თავს. მათ გააკეთეს განცხადება, რომ ისინი საკუთარი სურვილით ტოვებენ თანამდებობას, ეს არის მათი უფლება და აქ სკანდალური, გაუგებარი და მოულოდნელი არაფერი არ არის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილე ლევან კალანდაძემ თანამდებობები დატოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics